ფიქსირდება თუ არა Zelle®-ს საშუალებით განხორციელებული ტრანზაქციები IRS-ში?!
ხშირად დასმული კითხვები:
კითხვა: აწვდის თუ არა Zelle® ინფორმაციას IRS-ს ჩემს მიერ მიღებული თანხების ოდენობის შესახებ?
პასუხი: Zelle® არ აწვდის ინფორმაციას IRS-ს Zelle Network®-ის საშუალებით განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ. კანონი, რომლის მიხედვითაც ზოგიერთი ელექტრონული გადახდის სისტემა გასცემს 1099K ფორმას, არ ვრცელდება Zelle Network®-ზე.
კითხვა: Zelle®-ს საშუალებით მიღებული თანხა ექვემდებარება თუ არა დაბეგვრას?
პასუხი: Zelle® წარმოადგენს გადახდის პლატფორმას. იგი არ აწესებს გადასახადებს Zelle Network®-ის ქსელში განხორციელებულ ტრანზაქციებზე. თუ თქვენს მიერ Zelle Network®-ის საშუალებით მიღებული შემოსავალი ექვემდებარება დაბეგვრას, აღნიშნული შემოსავლის IRS-ში დეკლარირება წარმოადგენს სრულიად თქვენს პასუხისმგებლობას. თქვენს საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით არსებულ შეკითხვებთან დაკავშირებით გთხოვთ, მიმართოთ პროფესიონალს საგადასახადო საკითხებში.
კითხვა: გამომიგზავნის თუ არა Zelle® 1099K ფორმას?
პასუხი: Zelle® არ გასცემს 1099K ფორმას Zelle Network®-ის საშუალებით განხორციელებულ ტრანზაქციებზე.
კითხვა: აწვდის თუ არა Zelle® ინფორმაციას IRS-ს ჩემს მიერ $600-ზე მეტი ოდენობის თანხის მიღების შესახებ?
პასუხი: Zelle® არ აწვდის ინფორმაციას IRS-ს Zelle Network®-ის საშუალებით განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ მაშინაც კი, თუ ჯამურად მიღებული თანხა მეტია $600-ზე.
კითხვა: მაქვს მცირე ბიზნესის ანგარიში (Small Business Account). აწვდის თუ არა Zelle® ინფორმაციას IRS-ს ჩემს მიერ მიღებული თანხების შესახებ?
პასუხი: დაშვებულ მცირე ბიზნესს შეუძლია გამოიყენოს Zelle® თანხების გასაგზავნად და მისაღებად. Zelle® არ აწვდის ინფორმაციას IRS-ს Zelle Network®-ის საშუალებით განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ, მათ შორის არც საქონლისა და მომსახურების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის შესახებ. კანონი, რომლის მიხედვითაც ზოგიერთი ელექტრონული გადახდის სისტემა საქონლისა და მომსახურების რეალიზაციის შემთხვევაში გასცემს 1099K ფორმას, არ ვრცელდება Zelle Network®-ზე.
პ.ს. აღნიშნული კითხვები ატარებს მხოლოდ ინფორმაციულ ხასიათს და ეხება მხოლოდ Zelle Network®-ის საშუალებით განხორციელებულ ტრანზაქციებს. Zelle® არ გასცემს საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებულ რჩევებს/ინსტრუქციებს. ინდივიდუალური კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ, მიმართოთ პროფესიონალს საგადასახადო ან იურიდიულ საკითხებში.
წყარო: https://www.zellepay.com/faq/does-zelle-report-how-much-money-i-receive-irs
Does Zelle® report transactions to the IRS?!
Frequently Asked Questions
Does Zelle® report how much money I receive to the IRS?
Zelle® does not report transactions made on the Zelle Network® to the IRS. The law requiring certain payment networks to provide forms 1099K for information reporting does not apply to the Zelle Network®.
Does Zelle® tax me on money that I receive?
Zelle® is a payment platform. Zelle® does not impose taxes on transactions made on its network. If payments you receive on the Zelle Network® are taxable, it is your responsibility to report them to the IRS. If you have any questions about your tax obligations, please consult with a tax professional.
Will Zelle send me a 1099K form?
Zelle® does not issue 1099K forms for payments made on the Zelle Network®.
Does Zelle® report any payments I receive over $600 to the IRS?
Zelle® does not report any transactions made on the Zelle Network® to the IRS, even if the total is more than $600.
I have a small business account. Will Zelle® report how much money I receive to the IRS?
Eligible small businesses can use Zelle® to send and receive money. Zelle® does not report transactions made on the Zelle Network® to the IRS, including payments made for the sale of goods and services. The law requiring certain payment networks to provide forms 1099K for information reporting on the sale of goods and services does not apply to the Zelle Network®.
P.S. These FAQ are for informational purposes and only relate to the Zelle Network®. Zelle® does not provide tax advice. If you have any tax questions about your individual situation, please consult a tax or legal professional.
Source: https://www.zellepay.com/faq/does-zelle-report-how-much-money-i-receive-irs
#Taxfoaccounting.com
#taxes2021
#IRS